ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოტ დიუარში სიტუაცია დაიძაბა


კოტ დიუარში სიტუაცია დაიძაბა

ალასანე ქუატარას ერთგულმა ძალებმა ქალაქ აბიჯანში პრეზიდენტის სასახლეს ალყა შემოარტყეს.

სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში საერთაშორისო საზოგადოების მიერ პრეზიდენტად აღიარებული ალასანე ქუატარას ერთგულმა ძალებმა ქალაქ აბიჯანში პრეზიდენტის სასახლეს ალყა შემოარტყეს, თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვევევლია იქ იმყოფება თუ არა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლორენ გბაგბო.

ბრძოლები გბაგბოს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე რაიონებში მიმდინარეობს, მაშინ როდესაც სახელმწიფო ტელევიზიამ შეწყვიტა მაუწყებლობა.

ალასანე ქუატარამ სამთავრობო ძალების მეომრებს ოპოზიციის მხარეზე გადასვლა და ქვეყნის ინტერესებისათვის ერთობლივ ბრძოლაში მონაწილეობა შესთავაზა.

XS
SM
MD
LG