ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ლიბიის ოპოზიციას მხარს უჭერს


ევროკავშირი ლიბიის ოპოზიციას მხარს უჭერს
ევროკავშირი ლიბიის ოპოზიციას მხარს უჭერს

ტრიპოლიდან ჩამოსული კადაფის მხარდამჭერთა დელეგაცია არ დაუშვეს შეხვედრაზე.

არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეგვიპტეში ხვდებიან ერთმანეთს ლიბიის ცაში ფრენის აკრძალვის განხილვის მიზნით.

ისინი იმედოვნებენ, რომ ლიბიის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადება, მუამარ კადაფის აიძულებს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები აჯანყებულთა წინააღმდეგ.

არაბული ლიგის წარმომადგენლის განცხადებით, ტრიპოლიდან ჩამოსული კადაფის მხარდამჭერთა დელეგაცია არ დაუშვეს შეხვედრაზე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ის არაფერს გამორიცხავს მუამარ კადაფის ძალადობის შესაჩერებლად.

ევროკავშირის ქვეყნებმა ლიბიის ოპოზიციური ეროვნული საბჭო ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლობად აღიარეს. თუმცა ევროკავშირის ქვეყნებმა თავი შეიკავეს საფრანგეთის მსგავსად ამ ორგანოს დიპლომატიური აღიარებისგან.

XS
SM
MD
LG