ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციების კასკადი კადაფის წინააღმდეგ


სანქციების კასკადი კადაფის წინააღმდეგ

უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებ მუამარ კადაფის, მისი ოთხი ვაჟის და ერთი ქალიშვილისთვის, ასევე უახლოესი გარემოცვის 10 წევრისთვის ანგარიშების გაყინვას.

გაეროს გენერალურმა მდივანმა მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ლიბიის მმართველის მუამარ კადაფის ხელისუფლების წინააამდეგ სანქციების დაწესებას ისახავს მიზნად.

ბან კი მუნის განცხადებით, ამით უშიშროების საბჭო „მუამარ კადაფის უგზავნის ძლიერ შეტყობინებას, რომ ის არის პასუხისმგებელი უამრავ მსხვერპლზე და საერთაშორისო თანამეგობრობა არ მოითმენს ძალადობის და ადამიანის უფლებათა დარღვევების ასეთ მასშტაბებს.“

უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებს მუამარ კადაფის, მისი ოთხი ვაჟის და ერთი ქალიშვილისთვის, ასევე უახლოესი გარემოცვის 10 წევრისთვის ანგარიშების გაყინვას; აწესებს აკრძალვას მოგზაურობაზე; სანქციები ითვალისწინებს ლიბიისთვის იარაღზე ემბარგოს დაწესებას და ასევე თხოვს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალსს გამოძიების დაწყებას ლიბიის მთავრობის ქმედებებზე.

XS
SM
MD
LG