ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა ლიბიაში


არეულობა ლიბიაში
არეულობა ლიბიაში

მთელს ლიბიაში შეტაკებებს აქვს ადგილი მას შემდეგ, რაც მოამარ გადაფის ოპონენტებმა ლიბიელებს მოუწოდეს საპროტესტო აქციები დაიწყონ.

მთელს ლიბიაში შეტაკებებს აქვს ადგილი მას შემდეგ, რაც მოამარ გადაფის ოპონენტებმა ლიბიელებს მოუწოდეს საპროტესტო აქციები დაიწყონ. როგორც გადაფის მოწინააღმდეგეების ვებ-გვერდებიდან ირკვევა ლიბიის ოთხ ქალაქში გაიმართა ანტი-სამთავრობო აქციები. მოკლულია 7 კაცი. მთავრობამ სპეც-დანიშნულების რაზმებსა და სნაიპერებს მიმართა აქციების ჩასახშობად. დემონსტრანტებმა უშიშროების სამსახურის დაკავების ცენტრი გადაწვეს. ბენღაზის გარდა საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ზენტანში, რიჯბანში და შაჰატში. საერთაშორისო ამნისტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალაქ ალბაიდაში უშიშროების ძალბმა ცეცხლი გაუხსნეს მოპროტესტეებს. მოკლულია ერთი კაცი.

XS
SM
MD
LG