ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არეულობამ მსოფლიო ეკონომიკაზე იმოქმედა


ეგვიპტეში არეულობამ მსოფლიო ეკონომიკაზე იმოქმედა
ეგვიპტეში არეულობამ მსოფლიო ეკონომიკაზე იმოქმედა

ბევრმა უცხოურმა ფირმამ და საწარმომ ეგვიპტეში მუშაობა შეწყვიტა..

ეგვიპტეში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკვე დიდი გავლენა მოჰყვა ეკონომიკური კუთხით მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

შეშფოთებული ინვესტორები აქციების ფასებს წევენ, ნავთობზე კი ფასების მატება სულ უფრო რეალური ხდება.

ეგვიპტის საფონდო ბირჟა და ბანკები მეორე დღეა დაკეტილია. ჯერჯერობით პოლიტიკური პროცესების შედეგად არ შეფერხებულა სუეცის არხის მუშაობა, რომელიც მსოფლიოში ნავთობისა და სხვა პროდუქტების ეგვიპტიდან ექსპორტის ძირითადი მარშრუტია.

საინფორმაციო წყაროების ცნობით, ბევრმა უცხოურმა ფირმამ, მათ შორის ცემენტის ქარხანამ, მანქანათმშენებელმა კომპანიამ და სასმელების მწარმოებელმა შეწყვიტეს მუშაობა. მათი უცხოელი მფლობელები, მენეჯერები და ოჯახის წევრები კი ეგვიპტიდან გარბიან.

XS
SM
MD
LG