ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეკობრეებმა სუპერტანკერი დააკავეს


მეკობრეებმა სუპერტანკერი დააკავეს

ტრანსპორტირებული ნავთობის ღირებულება $200 მილიონია.

შეიარაღებულმა მეკობრეებმა დააკავეს ნავთობის ტანკერი, რომელსაც ამერიკაში $200 მილიონის ღირებულების ნავთობი გადაჰქონდა ომანის სანაპიროებიდან.
ოფიციალური ცნობებით, ტანკერის ბორტზე ეკიპაჟის 25 წევრია, მათ შორის 17 ფილიპინელი, 7 ბერძენი და ერთი ქართველი მეზღვაური. ექსპერტები აცხადებენ, რომ ტანკერის ტვირთის ღირებულება შოკისმომგვრელია, თუმცა ინციდენტის ადგილმდებარეობა ყველაზე შემაშფოთებელი.

სავარაუდოდ, მეკობრეები სომალელები არიან. სუპერტანკერი IRENE SL ბერძნული დროშის ქვეშ დაცურავდა.

პადი ო-კენედი ევროკავშირის მეკობრეობის საწინააღმდეგო სპეცდანიშნულების ჯგუფს ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, მეკობრეებს ახლა უფრო ადვილად შეუძლიათ თავდასხმების განხორციელება დიდი ზომის ხომალდებიდან. მისი ვარაუდით, ის ტრეინინგი, რომელიც გემებს თავდაცვითი ტექნიკის შემუშავებაში ეხმარება საკმარისი არ არის და რომ საზღვაო პატრულის განლაგება მეკობრეებს ვერ შეაჩერებს.

XS
SM
MD
LG