ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მოლოდინები


ახალი მოლოდინები
ახალი მოლოდინები

ამერიკული არჩევნების საერთაშორისო შეფასებები

პრეზიდენტ ობამას დემოკრატიული პარტიის დამარცხება კონგრესის არჩევნებში ლონდონში არავის გაკვირვებია. ბრიტანული მასმედია არჩევნების პროცესს ინტენსიურად აშუქებდა. მართალია ბრიტანელები საარჩევნო მარათონს ყოველდღიურად არ ადევნებდნენ თვალს, თუმცა აქ ყველას კარგად ესმის, თუ რა მნიშვნელობა ქონდა ამას შეერთებული შტატებისათვის.

"ამერიკა კვლავ დომინანტური სახელმწიფოა. ასე რომ მეგობებო, რაც თქვენ ხდება, ჩვენზე გავლენას ახდენს. განსაკუთრებით ფინანსური ბაზრების კუთხით." – ამბობს ლონდონის მოქალაქე.

გერმანიის და ლონდონის ბაზრებზე კი ისევ უცვლელი მდგომარეობაა. მოვაჭრეთა აზრით, შესაძლოა პოლიტიკური ჩიხი გამოსავალიც კი იყოს. ანალიტიკოსების თქმით, ბაზრებზე გავლენას უფრო მეტად ამერიკული საფინანსო პოლიტიკა ახდენს ვიდრე თავად პოლიტიკა. დანა ალინი ლონდონში სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ანალიტიკოსია. მისი თქმით, ობამამ საშინაო პოლიტიკიდან შესაძლოა აქცენტი საერთაშორისო საკითხებზე გადაიტანოს.

"შესაძლებელია, რომ ის უფრო მეტად საგარეო პოლიტიკაზე გადაერთოს, რადგან მე ვერ ედავ სხვა სფეროს, სადაც მას ამაზე დიდი წარმატება ექნება"

თუმცა, სენატში უმრავლესობის შემცირებით დემოკრატებს შესაძლოა ბირთული იარაღის შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პრობლემები შეექმნათ. დანა ალინის თქმით, სტარტის ახალი ხელშეკრულების რატიფიცირება ახლა უფრო გართულდება, რაც ეს ბევრი ევროპული ქვეყნისთვის არცთუ სასიამოვნო ამბავია.

ირანის ბირთული ამბიციები კიდევ ერთი სფეროა, სადაც პრეზიდენტს ახალი კონგრესისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს.

"როგორც ჩანს ის ირანთან მოლაპარაკებეში ნაკლებად მოქნილ გახდება, განსაკუთრებით ირანის ბირთვულ საკითხში. დგან შეთანხმების მიღწევა ირანზე დაწესებული სანქციების მოხსნას გულისმობს, რასაც კონგრესის მანდატი სჭირდება. და მე ვფიქრ ამის შეცვლა კონგრესშ ძალზედ რთული იქნება," - ამბობს დანა ალინი.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, აქ როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ასევე პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრს ნაკლებად სჯერათ, რომ ამერიკის პოლიტიკა მათ რეგიონში შეიცვლება. მათ სწამთ, რომ ობამას ადმინისტრაცია გააგრძელებს მშვიდობისთვის ბრძოლას. თუმცა, არც თუ კარგი ნიშანი იყო ისრაელის კონსერვატიული პარტიის - „ლიკუდის“ წევრის გამოსვლა, სადაც მან თქვა რომ არჩევნებით ობამამ ნათელი შეტყობინება მიიღო.

"მან ხელი უნდა აიღოს იერუსალიმზე და ისრაელი ხალხზე, და მე ვფიქრობ რომ ის ვერ შეძლებს თავისი გეგმის განხორცილებას ისრაელი მოსახლეობაზე," - განაცხადა ქნესეთის წევრმა დანი დანონიმ

ბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში, ლონდონს 2009 წლის აპრილში ეწვია. მაშინ ყველა იმედოვნებდა, რომ ის მსოფლიოში ცვლილებებს მოიტანდა. ახლა კი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უნდა დააკვირდნენ, თუ როგორ შეძლებს ბარაკ ობამა საშინაო სირთულეების დაძლევას.

XS
SM
MD
LG