ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა გზაგასაყარი


ამერიკელთა გზაგასაყარი
ამერიკელთა გზაგასაყარი

ორ ნოემბერს შეერთებულ შტატებში ახალ კონგრესს აირჩევენ

საარჩევნო ციებცხელება საბოლოო ფაზაში შევიდა. 2 ნოემბერს ამერიკელები კონგრესის ახალ შემადგენლობას აირჩევენ. დღემდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, რესპუბლიკელები კვლავ ლიდერობენ. არჩევნების თემას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მელონი აშუქებდა. ყველა კვლევის თანახმად, ამერიკელი ამომრჩევლის უმთავრესი საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკაა. შესაბამისად, დემოკრატების რეიტინგი კვლავ დაცემულია, რადგან რეცესიიდან სწრაფად გამოსვლა ვერ მოხერხდა. ეს კი როგორც მოსალოდნელია, ორი ნოემბრის არჩევნებზე პოვებს ასახვას. რესპუბლიკელების ერთერთი ლიდერი ოჰაიოელი კონგრესმენი ჯონ ბოინერია, რომელიც რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება.

„თუკი, თქვენ დაიღალეთ უმუშევრობის მაღალი დონით, თუკი დაიღალეთ მთავრობის მიერ მუდმივი მასტიმულირებელი დაპირებებით, მაშინ ეს არჩევნები სწორედ ამისთვისაა,“ - განუცხადა ბოინერმა ამომრჩეველს.

თუმცა, კვლევების შედეგები რესპუბლიკელებისთვის მთლად დამამშვიდებლი არ არის, რადგან შესაძლოა დემოკრატების ამომრჩევლები სწორედ არჩევნების წინა დღეეებში გააქტიურდნენ და წინასწარი ვარაუდებიც რადიკალურად შეიცვალოს. აქვე აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელების აქტიურობა ძირითადად „ჩაის სმის მოძრაობას“ უკავშირდება. ეს არის კონსერვატორების და ლიბერტარიანელების მყიფე კავშირი, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის მინიმალურ ჩარევას ემხრობიან. რამდენიმე დღის წინ „ჩაის სმის მოძრაობამ“ მასაჩუსეტის შტატში ხალხმრავალი დემონსტრაცია გამართა.

„ჩვენ გაბრაზებულები ვართ. მე არ ვთხოვ ხალხს, რომ შეუერთდნენ ჩაის სმის მოძრაობას. მე უბრალოდ ვამბობ, მე ვარ ჩაის სმის მოძრაობაში. სხვა რა შემიძლია გაავაკეთო,“ - ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი.

რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატის გასაკონტროლებლად 39 ადგილი სჭირდებათ, სენატში უმრავლესობისათვის კი მხოლოდ 10 მანდატი.

რიჩარდ ვულფი პოლიტიკური მიმომხილველი და ანალიტიკოსია.

„წინასწარი ვარაუდების მიუხედავად საარჩევნო ბრძოლა ძალიან მწვავედ მიდის. ჩვენ ვუყურებთ კვლევების შედეგებს აქ, ასევე ვუყურებთ ვითარებას შტატიდან შტატში და უბნიდან უბანში. კონკურენტებს შორის ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრი შეცდომების ზღვარზე მიმდინარეობს,“ - ამბობს რიჩარდ ვულფი.

დემოკრატები კარგად აცნობიერებენ, რომ ეს არჩევნები შესაძლოა მოსახლეობისთვის ერთგვარი რეფერენდუმიც კი გახდეს ქვეყნის უკუსვლასა და წინსვლას შორის. სწორედ ამიტომ დემოკრატების წინასაარჩევნო კამპანიაში თავად პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩაერთო.

„მათი მთელი საარჩევნო კამპანია ამნეზიაა. ამდენად თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არჩევნები არის გზასგასაყარი არეულობის პოლიტიკასა და იმ პოლიტიკას შორის რომელსაც არეულობიდან გამოვყავართ,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

კარლინ ბოუმანი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტში საზოგადოებრივ გამოკითხვებს ხელმძღვანელობს.

„ყველა გამოკითხვა მიუთითებს, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა პრეზიდენტით, კონგრესით და ყველაფერი იმით, რაც დღეს ხდება ქვეყანაში,“ - ამბობს ბოუმანი.

საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ჯგუფები აცხადებენ, რომ ეს შუალედური არჩევნები ყველაზე ძვირადღირებულია, რაც კი აქამდე ყოფილა. თუ ვისი ფინანსები იქნება სწორი მიმართულებით დახარჯული ეს ორ ნოემბერს გამოჩნდება.

XS
SM
MD
LG