ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კვლავ მსხვერპლია


ავღანეთში კვლავ მსხვერპლია

ინციდენტს ადგილი ყანდაარის პროვინციაში, შაჰ ვალი კოტის რაიონში ჰქონდა.

ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ავღანეთის დასავლეთ რეგიონში მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი ჯარისკაცი.

ამავე განცხადების თანახმად, შაბათს ავღანეთისა და ნატოს კოალიციური ჯარების მიერ მეამბოხეებზე მიტანილი იერიშის დროს დაშავდა ერთი და დაიღუპა უდანაშაულო მამაკაცი და ბავშვი.

როგორც ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, ინციდენტს ადგილი ყანდაარის პროვინციაში, შაჰ ვალი კოტის რაიონში ჰქონდა..

მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტთან დაკავშირებით.

ამის ფონზე, შაბათს ყანდაარის პროვინციაში, არღანდაბის რაიონში საჰაერო თავდასხმისას ნატოს ძალებმა გაანადგურეს მეამბოხეთა ბანაკი. ბანაკში ინახებოდა 1200 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთირება.

XS
SM
MD
LG