ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს გახსნიდან 10 წელი გავიდა


გუანტანამოს გახსნიდან 10 წელი გავიდა
გუანტანამოს გახსნიდან 10 წელი გავიდა

ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფების კოალიციამ გუშინ გუანტანამოს სატუსაღოს გახსნიდან მეათე წლისთავი ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ საპროტესტო აქციით აღნიშნა და ამერიკის პრეზიდენტს საპატიმროს დახურვისკენ მოუწოდა.

პენსილვანიის გამზირზე ასობით დემონსტრანტი გამოვიდა ამ თარიღის აღსანიშნად. მათ შავი ქუდები და ნარინჯისფერი კომბინიზონები ემოსათ იმ 171 ადამიანის მდგომარეობის საილუსტრაციოდ, რომლებიც დღემდე გუანტანამოს ყურეში არიან დატყვევებული

უფლებადამცველი ორგანიზაცია- "საერთაშორისო ამნისტიის" წარმომადგენელმა ტომ პარკერმა განაცხადა, რომ 10 წელი ძალიან დიდი დროა და ამ სატუსაღოს შენარჩუნებით, უსაფრთხოება არ უმჯობესდება. მისი განცხადებით, საპატიმრო ახლა ღიაა გართულებული შიდა ამერიკული პროცედურების გამო და ეს ობიექტი ამერიკულ რეპუტაციას ჩრდილს აყენებს.

XS
SM
MD
LG