ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის სკანდალური აღმოჩენა


პენტაგონის სკანდალური აღმოჩენა

პენტაგონის ოფიციალური განცხადების თანახმად გამოძიებით დადგინდა, რომ ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ტრანსპორტირების ფონდის ნაწილი თალიბებს უვარდებოდა ხელში.

როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა ეს აღმოჩენა ემთხვევა გასულ წელს კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებას, სადაც ნათქვამია, რომ ათობით მილიონი დოლარი ქრთამის სახით ეძლევა ადგილობრივი ტომების ბელადებს, ოფიციალურ პირებს და თალიბებს, რათა ამით უზრუნველყონ ამერიკული ავტოკოლონების უდაფრთხო მოძრაობა.მთლიანობაში ავღანეთში განლაგებული ამერიკელი ჯარისკაცებისათვის ავტოკოლონებით მარაგების მიწოდებაზე ოფიციალურ კონტრაქტით 2 მილიარდზე მეტი დოლარი იხარჯება.

XS
SM
MD
LG