ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კანონმდებლებს შეხვდება


ობამა კანონმდებლებს შეხვდება
ობამა კანონმდებლებს შეხვდება

აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაგეგმილკი აქვს შეხვედრა რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან.

შეხვედრა თეთრ სახლში ხუთშაბათს გაიმართება. განხილვის საგანია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებაზე კონკრეტული ზღვარის დადგენა. როგორც ობამამ აღნიშნა იგი არ უჭერს მხარს იმ ინიციატივებს, რომელიც მხოლოდ უახლოეს პერსპექტივებზეა გათვლილი. მისივე თქმით ამ დარგში ბევრი რამ არის გადასაჭრელი, მაგრამ მას ჯერა, რომ ორივე პარტიიდან საკმარისი კანონმდებელი შეიკრიბება, რათა გამოინახოს კომპრომისი. საკმაოდ პესიმისტურად არის განწყობილი თეთრი სახლის შეხვედრაზე წამომადგენელთა პალატის რწმუნებული ჯონ ბენერი. როგორც მან აღნიშნა წარმომადგენელთა პალატა არ დაამტკიცებს არც ერთ ინიციატივას, რომელშიც სასემოსავლო გადასახადების გაზრდა მოიაზრება. პრეზიდენტი ობამა და დემოკრატები კონგრესში მხარს უჭერენ სამთავრობო ხარჯების მკვეთრ შემცირებას. თუმც ამვე დროს იღწვიან იმისათვის, რომ საშემოსავლო გადასახადები გაუზარდონ მდიდარ ამერიკელებს და ნავთობკომპანიებს.

XS
SM
MD
LG