ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში საიდუმლო ინფორმაცია საფრთხის ქვეშაა


აშშ-ში საიდუმლო ინფორმაცია საფრთხის ქვეშაა

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი კევინ რადი ვიკილიქსის მიერ საიდუმლო დიპლომატიური კორესპონდენციის გაჟონვას ამერიკის მთავრობას აბრალებს.

რადის თქმით, დანაშაული იმ ხალხს მიუძღვის, ვინც ვიკილიქსს ინფორმაცია მიაწოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკაში საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი გუშინ ლონდონში დააპატიმრეს, ვიკილიქსი კვლავ აგრძელებს საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებას. დოკუმენტების უკანასკნელ წყებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთს მთავრობა ლიბიისგან მკაცრი ზომების მიღებას შიშობდა იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი ლოკერბის ტერორისტული აქტის ორგანიზატორს ციხიდან არ გაათავისუფლებდა.

ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შედეგად ამერიკის მიმართ ნდობა ბევრ ქვეყანაში შემცირდა.

XS
SM
MD
LG