ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის დედაქალაქში არეულობა გრძელდება


მას შემდეგ რაც ბანკოკის ერთ-ერთ უბანში შეტაკებები ძალოვან სტრუქტურებთან სისხლის ღვრით დასრულდა, ტაილანდის ოპოზიციის ლიდერებმა ანტი სამთავრობო დემონსტრაციები დასრულებულად გამოაცხადეს.

შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი პოლიციას ჩაბარდა. მოგვიანებით ტაილანდის არმიამ ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა.

მიუხედავად ოპოზიციის ლიდერების ჩაბარებისა, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდნიმე ბომბი აფეთქდა. დაჭრილია 2 სამხედრო და კანადელი ჟურნალსიტი. ტაილანდის დედაქალაქში არეულობა გრძელდება. დემონსტრანტები თავს ესხმიან საფონდო ბირჟას, ადგილობრივ ტელევიზიას და სავაჭრო ცენტრებს.

XS
SM
MD
LG