ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი სირიაში პოლიტიკური დიალოგის მომხრეა


ბრიტანელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის ქალაქ ჰულაში 100-ზე მეტი სამოქალაქო პირის ჟლეტაში სირიის მთავრობა და მეამბოხეები თანაბრად დაადანაშაულა.

ლავროვმა ასევე ნაკლებად მნიშვნელოვნად გამოიყვანა ის მხარდაჭერა, რომელსაც სირიაში მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში ხელისუფლების მიმართ იჩენდა.

მისი თქმით რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვის ხელში იქნება ძალაუფლება სირიაში. ერთადერთი რაზეც რუსეთი ზრუნავს არის ის, რომ შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა. გარდა ამისა, რუსეთი მხარს უჭერს დიალოგს, რომლის მეშვეობითაც სირიელები თავად გადაწყვეტენ იმას, თუ როგორ წარმართონ საკუთარი ქვეყნის ბედი.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი უილიამ ჰეიგი საწინააღმდეგო პოზიციაზეა და ჰულაში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 100ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უამრავი ბავშვი დაიღუპა, მხოლოდ სირიის მთავრობას აბრალებს.

„ჩემი ზარით, ასადის რეჟიმს ასეთი მოქმედებები ახასიათებს - ჩაიდინოს სამხედრო დანაშაული და შემდეგ ეს დანაშაული ვინმე სხვას გადააბრალოს. ამის მიმართ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ. რაც არ უნდა ძნელი იყოს ამის გაკეთება, ჩვენ უნდა ვეცადოთ გავარკვიოთ რა მოხდა თითოეული ინციდენტის შემთხვევაში.“

ლავროვის განცხადებით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ობიექტურად უნდა განაწილდეს.

როგორც რუსეთი ასევე ბრიტანეთი აცხადებენ, რომ მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გაეროს სპეციალური დესპანი კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა განხორციელდეს, რომელიც ორივე მხარის მხრიდან ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს.

ლავროვი აცხადებს, რომ „თუ ნამდვილად გვინდა კოფი ანანის გეგმის შესრულება, სირიაში ყველა მხარეს - ადამიანებს, რომლებიც შეიარაღებული დგანან ერთმანეთის პირისპირ - უნდა მოვუწოდოთ ცეცხლის შეწყვეტა, გამონკლისების გარეშე.“

ლავროვმა დასძინა, რომ სირიაში რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით საქმეს არ ეშველება. მისი თქმით, რუსეთი სირიის მთავრობას არ უჭერს მხარს, რუსეთი კოფი ანანის გეგმის მხარდამჭერია.

ჰეიგი ამბობს, რომ ანანის სამშვიდობო გეგმა ერთადერთი გამოსავალია კონფლიქტის გადასაჭრელად:

„სირიაში შემდეგი ალტერნატივები არსებობს - ანანის გეგმის შესრულება ან ასადის მთავრობის მიერ მთელს ქვეყნაზე კონტროლის დაწესება, მეორე ვარიანტია ანანის გეგმის შესრულება ან სირიაში ქაოსის მომატება ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის დაწყება.“

დაახლოებით თვენახევრის წინ კოფი ანანი ინიციატივით გამოვიდა და სირიის ხელისუფლებასა და მეამბოხეებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა. მის გეგმის პირობების შესრულება ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ ხდება. ამ ფონზე, გაეროს 300 შეუიარაღებელი დამკვირვებელი იმყოფება გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე დასაკვირვებლად.

XS
SM
MD
LG