ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ყოველწლიური მიმართვისთვის ემზადება


ობამა ყოველწლიური მიმართვისთვის ემზადება

ამერიკის პრეზიდენტი უკვე რამდენიმე თვეა ყოველწლიური მიმართვისთვის ემზადება. მიმართვის ტექსტის დახვეწა და გადამოწმება სახელმწიფო უწყებების ყველა დონეზე მიმდინარეობს.

წამომადგენელთა პალარტის ახალმა სპიკერმა ჯონ ბეინერმა ობამას ყოველწლიური ამგარიშით კონგრესის წინაშე წარდგომის მოწვევა უკვე გაუგზავნა.

გამორიცხული არ არის, რომ ის იდეები, რომლებსაც პრეზიდენტი დღეს ტუსონში ვიზიტისას გააჟღერებს ყოველწლიურ მიმართვაშიც იყოს ჩართული.

„ჩემი აზრით, მნისვნელოვანი იქნება არა მხოლოდ არიზონას მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ერისთვის, რომ გამოვხატოთ გულისტკივილი მომხდართან დაკავშირებით. მაგრამ ამავე დროს არ დავკარგოთ მომავლის იმედი და ამ საშინელი ტრაგედიიდან გაერთიანებული და უფრო ძლიერები გამოვიდეთ.“ განაცხადა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG