ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინელები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ


რუმინელები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ
რუმინელები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ

ბუქარესტში რუმინეთის პარლამენტის წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა პროტესტის ნიშნად იმის გამო, რომ მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნების შესაბამისად ხელფასების შემცირება დაიწყო.

დღეს პრემიერ მინისტრმა ემილ ბოკმა პარლამენტს დასამტკიცებლად გადასცა საგანგებო ზომების პაკეტი, რომელიც მთავრობის მიერ დაწესებულ ხელფასებს 25 პროცენტით შეამცირებს, ხოლო პენსიებს კი 15 პროცენტით.

ბატონი ბოკის თქმით, ხსენებული ზომების მიღება აუცილებელია რათა რუმინეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდ დოლარად შეფასებული სესხის შემდეგი ტრანში მიიღოს.

ოპოზიციაში მყოფი სოციალ დემოკრატები და ლიბერალები მთავრობის გეგმას ეწინააღმდეგებიან. ისინი პარლამენტში მთავრობის მიმართ უნდობლობის რეზოლუციის მიღებით იმუქრებიან.

გასულ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროკავშირმა და მსოფლიო ბანკმა რუმინეთს დაახლოებით 25 მილიარდ დოლარად შეფასებული სესხი გამოუყო ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად.

XS
SM
MD
LG