ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი აჯანყებულების წარმატება ქალაქ ბირ ალ განამში


ლიბიელი აჯანყებულების წარმატება ქალაქ ბირ ალ განამში

ლიბიელმა აჯანყებულებმა ქვეყნის დასავლეთში მდებარე ბირ ალ განამიდან სამთავრობო ძალები განდევნეს და ქალაქზე კონტროლი დააწესეს. ამით მათ დედაქალაქ ტრიპოლისთან, თვების მანძილზე ბრძოლის შემდეგ, ყველაზე ახლოს მდებარე პოზიციები მოიპოვეს. ბირ ალ განამი ტრიპოლიდან 80 კილომეტრითაა მოშორებული.

აჯანყებულიების განცხადებით, ქალაქზე იერიში შაბათს დაიწყო. ნატო მათ საჰაერო დახმარებას აწვდიდა.

ლიბიის პრემიერ მინისტრი ბაღდადი მაჰმუდის განცხადებით, ბირ ალ განამი კვლავ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ რჩება.

XS
SM
MD
LG