ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის ორი წლისთავი


მაკკეინი ობამას საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

დღეს საქართველოში რუსული აგრესიის ორი წლისთავია. ზუსტად ორი წლის, ცხინვალის რეგიონში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედები დაიწყო. რის შემდეგაც რუსეთმა ქვეყნის ორი სეპარატისტული რეგიონი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთში ჩავიდა და სეპარატისტულ სოხუმთან ფართო ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელების პირობა დადო. მისი თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება სწორი ნაბიჯი იყო და ის ამას არ ნანობს. მედვედევის თქმით, ეს განვლილმა პერიოდმაც დაადასტურა. დღეს „ვაშინგტონ პოსტში“ ამერიკელმა სენატორმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის შეერთებული შტატების ხელისუფლებას საქართველოსთვის უფრო მეტი და ქმედითი დახმარებისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG