ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დიდი“ ხუთეულის სამიტის მოლოდინში


„დიდი“ ხუთეულის სამიტის მოლოდინში
„დიდი“ ხუთეულის სამიტის მოლოდინში

მალე განვითარებადი ქვეყნები მთლიანი შიდა პროდუქტით განვითარებულებს გადაუსწრებენ

მსოფლიოს ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყნების ლიდერები სამხრეთ ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე შეხვედრისთვის ემზადებიან. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სტეფანი ჰო არკვევდა. ჯგუფი სახელად BRICS (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) 2001 წელს შეიქმნა და მასში თავდაპირველად ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი შევიდნენ.

2009-ში ამ ქვეყნებმა პირველი შეხვედრა გამართეს. წელს კი ჩინეთმა ჯგუფში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მიიწვია. ჯგუფში შემავალი ქვეყნები სხვა განვითარებადი სახელმწიფოების სახელით ლაპარაკობენ. ბრაზილიის მრეწველობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ალესანდრო ტეიშეირა სწორედ ამ მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგანაც არსებული გათვლებით 2013 წლისთვის განვითარებადი ეკონომიკების მთლიანი შიდა პროდუქტი განვითარებული ქვეყნების მაცვენებელს გაუსწრებს. ამდენად ამ ჯგუფის ყველა შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანც ჩვენ მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკურ ქვეყნებზე ვსაუბრობთ,“ - აცხადებს ეიშეირა.

შეხვედრაზე მსოფლიოში არსებულ ფინანსურ ვითარებაზეც იმსჯელებენ. ჰონგკონგის უნივერსიტეტის პოლიტიური მეცნიერების პროფესორი ჯოზეფ ჩანგი ამბობს, რომ თუკი ამ ჯგუფის ქვეყნები ერთმანეთთან კონსენსუსს მიაღწევენ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვიდრე განვითარებული ქვეყნები. თუმცა, მისი აზრით, ჯგუფის შიგნით თანხმობა ძალზედ რთული იქნება, რადგანაც ეს ქვეყნები ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავდებიან.

„მაგალითად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბრაზილია და ინდოეთი ამაყობენ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები არიან. ასევე ინდოეთში ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ აღიქვამენ. ამდენად, ჯგუფის შიგნით ერთმანეთის მიმართ უნდობლობა არსებობს.“

წლევანდელი შეხვედრის მასპინძელი ჩინეთია. პეკინი ჯგუფის შიგნით უთანხმოებას ნაკლებად ელის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ვუ ჰაილონგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯგუფის წევრების თანამშრომლობაზე ცალკეული საკითხები გავლენას ვერ მოახდენს.

„ჯგუფის ქვეყნები გვერდზე გადადებენ იმ საკითხებს, რაზეც შეთანხმება ვერ ხერხდება. ასეთ საკითხებზე დისკუსია მხოლოდ მაშინ გაგრძელდება, როცა ვითარება შესაბამისი იქნება,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია რომ ბრაზილია, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს მთლიანი გლობალური ეკონომიკის მეხუთედს ავსებენ. რენმინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ში იონგი ამბობს, რომ ამ ქვეყნების ჯგუფი არასდროს ჩამოყალიბდება ფორმალურ საერთაშორისო ალიანსად ან კოალიციად. მართალია, ოფიციალურ ვაშინგტონს არასდროს გამოუთქვამს შეშფოთება ამ ჯგუფის მიმართ, თუმცა პროფესორის თქმით, თეთრი სახლი და დასავლეთის სხვა ქვეყნები პროცესს ძალზედ ყურადღებით აკვირდებიან - ამ ხუთი ქვეყნის გავლენა მსოფლიოში თვალსაჩინოდ იზრდება, რამაც შესაძლოა დასავლეთს პოზიციების გადახედვისკენ უბიძგოს.

XS
SM
MD
LG