მსოფლიოში კასეტური ბომბების გამოყენება აიკრძალა. საერთაშორისო კონვენცია კასეტური ჭურვების შესახებ ხელმომწერ ქვეყნებს კასეტური აღჭურვილობის გამოყენებას უკრძალავს. დოკუმენტის თანახმად, ასევე იკრძალება კასეტური სახის იარაღის წარმოება და სხვა ქვეყნებისთვის მიყიდვა, ასევე ტრანსპორტირება. ხელშეკრულებას ხელი 107-მა ქვეყანამ მოაწერა. აქედან 37 სახელმწიფოს პარლამენტმა უკვე მოახდინა ამ კონვენციის რატიფიცირება, ბრიტანეთის საფრანგეთის, გერმანიის და იაპონიის ჩათვლით, კასეტური ჭურვების უმსხვილესი მწარმოებლები - ჩინეთი, შეერთებული შტატები, რუსეთი და ისრაელი კი ამ კონვენციას არ შეერთებიან. მათი თქმით, კასეტური ჭურვები არ არღვევს სამხედრო წესების კანონიერებას.