ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამას ავტოტური


პრეზიდენტი ობამას ავტოტური
პრეზიდენტი ობამას ავტოტური

პრეზიდენტი თავდაპირველად კრაისლერის ქარხანას ესტუმრა.

მიჩიგანის შტატში, ქალაქ დეტროიტში პრეზიდენტმა დღე კრაისლერის ქარხანაში სტუმრობით დაიწყო, რომელიც ჯიპის მარკის "ჩეროკის" მოდელებს ამზადებს.

42 წლის ჰარვეი სტინგერი პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველად ხედავს.

“ნამდვილად მოდის?”

“კი, სავარაუდოდ მოვა”

ასევეა ჰარვეის ვაჟი სტინგერი, რომელიც პრეზიდენტის ნახვას სულმოუთმენლად მოელის.

“ის საუკეთესო პრეზიდენტია, რომელიც ამერიკას აქამდე ყოლია.”

მათ სასტიკ სიცხეში თითქმის 2 საათი ლოდინი მოუხდათ.

“ალბათ მასთან ახლოს მისვლის საშუალებას არ მომცემენ.”

ბარაკ ობამას სტუმრობა დეტროიტში, სადაც ათი მოქალაქიდან რვა შავკანიანი ამერიკელია - დიდი დღესასწაულია.

“მასთან ფოტოს გადაღების შანსი მექნება.”

“და აი, ისიც”

“ვფიქრობ მეორე ავტომობილში უნდა იჯდეს”

პრეზიდენტმა ობამამ მიჩიგანში ავტოტური გამართა. მისი მისია იყო, დაერწმუნებინა ამომრჩევლები, რომ ავტოინდუსტრიისთვის გამოყოფილი 60 მილიარდი დოლარი ტყუილად არ დახარჯულა. ფედერალური სესხების გაცემიდან 6 თვის შემდეგ, კომპანიებმა "ჯენერალ მოტორსმა" და "კრაისლერმა" გაკოტრების საფრთხე გადალახეს და 330 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს.

“გასული წლის ბოლოსკენ ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ინდუსტრია სამუშაო ადგილების დაკარგვას განაგრძობდა. დღეს, ავტომწარმოებლებმა გასული ივნისის შემდეგ 55 ათასი ახალი სამუშაო ადგილი დაამატეს-ეს ყველაზე დიდი ზრდაა ავტოინდუსტრიაში გასული 10 წლეულის მანძილზე.”-განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ვიზიტით და ეროვნული მნიშვნელობის მინიჭებით შეგულიანებულმა კომპანია "კრაისლერმა" გაზეთ "USA Today" -ში უახლესი მოდელების შესახებ 4 გვერდიანი სარეკლამო პუბლიკაცია გამოაქვეყნა. ქარხნის ბოლო სიახლე -ჯიპის მარკის "გრანდ ჩეროკის" მოდელი 2011 წელს გამოვა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი მოდელები ინდუსტრიის წარმატებას ხელს შეუწყობს.

პრეზიდენტის შემდგომი გაჩერება "შევროლეტ ვოლტის" ქარხანა იყო, რომელიც ახლო მომავალში ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს.

“თქვენ მომოვალი თაობის ავტომობილების წარმოებაზე მუშაობთ, ტრანსპორტის საშუალებაზე, რომელსაც საზღვარგარეთული საწვავი აღარ დაჭირდება.”-განაცხადა პრეზიდენტმა.

ბარაკ ობამამ ავტომწარმოებელ ქარხნებში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ ამერიკა მხოლოდ მწარმოებელი და მყიდველი არ უნდა იყოს. საჭიროა ექსპორტის კუთხით მუშაობის გააქტიურებაც, რადგან ამერიკულ ავტომობილებზე ინტერესი იზრდება.

XS
SM
MD
LG