ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა


ირანი განაახლებს მოლაპარაკებებს არა მარტო ბირთვულ საწვავთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ.

ირანის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თეირანი მზად არის ამერიკასთან, რუსეთთან და საფრანგეთთან ბირთვული საწვავის შეთანხმების შესაძლებლობის ირგვლივ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ალი აკბარ სალეჰის განცხადებები დღეს ირანის მერნის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. სალეჰი აცხადებს, რომ ირანი განაახლებს მოლაპარაკებებს არა მარტო ბირთვულ საწვავთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივაც.

თუმცა განცხადებების შემდეგ გაურკვეველია როდის დაიწყებს ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ თეირანმა გააკრიტიკა გაეროს მიერ მხარდაჭერილი გარიგება, რომელიც ირანს ბირთვული რეაქტორისთვის საწვავის მიწოდებას შეეხებოდა. ამის შემდეგ, თეირანმა ურანის გამდიდრება დაიწყო, რასაც მკაცრი საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა ბირთვული იარაღის პოტენციალის განვითარების საშიშროების შესახებ.

XS
SM
MD
LG