ყირგიზეთის ხელისუფლებამ განდევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის ძმა დააპატიმრა. დროებითი მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახმატ ბაკიევი ოთხშაბათს ყირგიზეთის სამხრეთ ქალაქ ჯალალაბადში დააპატიმრეს. როგორც ცნობილია, ამ რეგიონში გასულ თვეს ეთნიკურ ნადაგზე მასობრივი ხოცვა-ჟლეტა იყო. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყირგიზების და უზბეკების დაპირისპირების პროვოცირებაში ახმატ ბაკიევიც იღებდა მონაწილეობდა. ამ შეტაკების დროს, დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა.
ახმატ ბაკიევი ეთნიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა
პოპულარული
1