ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბი მოსახლეობა გლოვობს


სერბი მოსახლეობა გლოვობს
სერბი მოსახლეობა გლოვობს

სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა ინციდენტი დაგმო .

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მიტროვიცაში სერბი მოსახლეობა გლოვის დღეს აღნიშნავს, პარასკევს აფეთქების შედეგად დაღუპული სერბებისთვის პატივის მისაგებად.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს სერბების მიერ მოწყობილი დემონსტრაციის მსვლელობისას ხელყუმბრის აფეთქების შედეგად დაიღუპა სერბი პედიატრი და დაშავდა 11 ადამიანი.

სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა ინციდენტი დაგმო და კოსოვოში განლაგებულ გაეროს მისიას დამნაშავეების დასჯა მოსთხოვა. მისი თქმით, აფეთქება ალბანელების მიერ რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევის მორიგი მცდელობა იყო.

ნიუ იორკში 6 ივლისს გაეროს საგანგებო სხდომა მოეწყობა, რომელიც კოსოვოში მიმდინარე მოვლენებს დაეთმობა.

XS
SM
MD
LG