ჰამასის მიერ ტყვეობაში დაკავებული ისრაელელი ჯარისკაცის მშობლები იერუსალიმში საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.მთავრობისგან ისინი აქტიური ზომების მიღებას ითხოვენ.
ჯილად შალითის მშობლებმა ისრელის ჩრდილოეთ ნაწილიდან 12 დღიანი სვლა დაიწყეს, რომლის საბოლოო წერტილი იერუსალიმში, პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს რეზიდენცია იქნება.
შალითის ოჯახს სავარაუდოდ, ათასობით ისრაელელი შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ჯილათ შალითი ტყვეობაში უკვე მეოთხე წელია იმყოფება.