ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტორონტოში კომუნიკე მიიღეს


სამიტის მონაწილეების აზრით, გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღება არათანაბრად და მყიფედ მიმდინარეობს.

მსოფლიო ლიდერები გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებაზე მსჯელობენ. კანადის ქალაქ ტორონტოში დიდი ოცეულის ლიდერებმა დღეს კომუნიკე მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ ინდუსტრიულ და აღმავალ ქვეყნებში უკვე დადებითი შედეგები შეიმჩნევა, თუმცა პრობლემები კვლავ არსებობს. დიდი ოცეულის ლიდერთა განცხადებით, ეკონომიკის გაჯანსაღება არათანაბრად და მყიფედ მიმდინარეობს, ბევრ ქვეყანაში კვლავ დგას უმუშევრობის პრობლემა და ფინანსური ინსტიტუტები რეფორმებს საჭიროებენ.

გუშინ შეერთებული შტატების ფინანსთა მდივანმა ტიმოთი გეიტნერმა მსოფლიოს ლიდერებს დეფიციტის შემცირებასა და ეკონომიკურ სტიმულირებას შორის ბალანსის პოვნისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG