ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი გმობს სანქციებს


ირანის თქმით,მეოთხე რაუნდის შემოღება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

ირანმა დაგმო მის წინააღმდეგ შემოღებული გაეროს ახალი სანქციები და ამ ორგანიზაციას შეცდომების გამოსწორებისკენ მოუწოდა.

ირანის სახელმწიფო უშიშროების საბჭომ ეს განცხადება დღეს გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია,რომ მაშინ, როდესაც ირანმა პრობემის მოგვარების მიზნით მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯები გადადგა თურქეთთან და ბრაზილაისთან მოლაპარაკების დროს ,გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქციების მეოთხე რაუნდის შემოღება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული.

ხუთშაბათს, ევროკავშირის ლიდერებმაც დაუჭირეს მხარი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას, რომლებიც დამატებით შეზღუდვებს აწესებს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG