ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლისთავი შესრულდა


თეირანში უშიშროებისა და პოლიციის ძალები მომეტებულ მზადყოფნაშია მოყვანილი. ოპოზიციას დაგეგმილი ჰქონდა მთელი რიგ ღონისძიებებისა გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ძალისხმევით. თიმც ბოლო წუთს ოპოზიციამ გეგმები გააუქმა, რადგანაც შეიქმნა ნებისმიერი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დარბევის საშიშროება. თეირანიდან მიღებული ცნობების თანახმად გუშინ რამოდენიმე მცირე მასშტაბის საპროტესტო აქცია სპეც-დანიშნულების რაზმებმა სწრაფად დაშალეს. გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის ლიდერმა მირ ჰოსეინ მუსავიმ განაცხადა, რომ ოპოზცია კვლავაც განაგრძობს მის ბრძოლას ირანის აწმყო მთავრობის წინააღმდეგ. აშშ-ს სახელმწიფო მდვანმა ჰილარი კლინტონმა საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში ირანის ლიდერებს მოუწოდა დაიცვან ირანელი ხალხის უფლებები.

XS
SM
MD
LG