ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სლოვენიაში რეფერენდუმი ტარდება


სლოვენიაში რეფერენდუმი ტარდება

პრობლემა უკვე ათწლეულებია მხარეებს შორის დავის საგნად იქცა.

სლოვენიაში რეფერენდუმი მიმდინარეობს. ამომრჩეველი გადაწყვეტს, ჩაერთვებიან თუ არა საერთაშორისო შუამავლები ხორვატიასთან სადავო საზღვრის მოლაპარაკების საქმეში. ეს პრობლემა უკვე ათწლეულებია მხარეებს შორის დავის საგნად იქცა.

სლოვენიის პრემიერმა ბორუტ პაჰორმა განაცხადა, რომ საერთაშორისო შუამავლების ჩაბმა მოლაპარაკებებში საუკეთესო გამოსავალია.

როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რეფერენდუმზე აზრი ორად იქნება გაყოფილი.

სლოვენიის მემარცხენე ცენტრისტულმა მთავრობამ უზრუნველყო საკითხის პარალამენტში დამტკიცება მაშინ, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ კამათი საზღვრის ირგვლივ 1991 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ წამოიჭრა.

XS
SM
MD
LG