ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ფეესბეს” გავლენა იზრდება


ხელისუფლების ახალი პროექტი უფლებებს ზღუდავს

საბჭოთა კავშირის დროს კრემლის ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს, რომელიც მთელ ქვეყანას შიშის ზარს სცემდა, „კაგებე“ იგივე უშიშროების კომიტეტი წარმოადგენდა. სწორედ ეს უწყება იყო ინფორმაციის მთავარი შემგროვებელი ინსტიტუტი. ამჯერად კი, „კაგებეს“ მემკვიდრეს, რომელიც ძირითადად რუსეთის შიდა უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი - „ფეესბე“, იგივე ფედერალური უშიშროების სამსახური ქვია. „ფეესბეს“ ძალაუფლება დღითიდღე იზრდება. ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი კი დამტკიცების შემთხვევაში უშიშროების ოფიცრებს მოქალაქეთა ყველა პირადი საუბრის მოსმენის უფლებას მისცემს. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ ყველა იმ პირის გამოძახება და დაკითხვა, ვინც ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მიიღო მონაწილეობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დემონსტრაცია კანონით იყო ნებადართული.

ალისონ ჯილი „ჰუმან რაითს უოთჩის“ მოსკოვის ბიუროს დირექტორია.

„ჩვენ შეშფოთების საფუძველი გვაქვს. ის სამართალდამცავ ორგანოებს ნებას აძლევს ზედმიწევნით დაკითხონ ყველა ყველაფერის შესახებ, ასევე ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე დაპატიმრებების, იძულებითი დაკითხვების ან თავისუფლების შეზღუდვის გზით. მშვიდობიანი სამოქალაქო ფორმები კი რუსეთის კანონმდებლობით არის დაცული და ასევე ეს შეესაბაამება საერთშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებს,“ - აცხადებს ჯილი.

რუსეთის ხელისუფლება კი სხვაგვარად ფიქრობს. მათი აზრით, ეს ახალი ღონისძიებები ექსტრემიზმთან ეფექტური ბრძოლის საშუალება იქნება.

ალექსანდერ ვერხოვსკი „სოვას“ - იგივე მოსკოვის ინფორმაციისა და ანალიზის ცენტრის დირექტორია. ეს ორგანიზაცია რუსეთში ნაციონალიზმის და ქსენოფობიის საკითხებს იკვლევს. მისი თქმით, ექსტრემიზმის შეჩერესი მიზეზით „ფეესბესთვის“ უფლებების გაზრდის მოთხოვნა სასაცილოა. სკინჰედების და ექსტრემისტების მოქმედება სულ უფრო და უფრო მზარდი ხდება, ხოლო სამართალდამცავები კი ამის წინააღდმეგ აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ.

„ზოგიერთი ნეონაცისტური დაჯგუფება მუქარის წერილებს გვიგზავნის, ასევე გვირეკავენ ტელეფონზე. ზოგიერთი ჩემს სახლთანაც მოდის. ზოგჯერ ვიდეო კასეტებსაც გვიგზავნიან. ისინი აცხადებენ, რომ მე რუსი ხალხის მტერი ვარ და ტერორისტებს ვუჭერ მხარს. გამოქვეყნებული იყო ჩემო სახლი, მისამართი და ფოტოც კი. მე ოფიციალურად არასდროს და არავის გამოვუძახებივარ პოლიციაში და არც არასდროს დაურეკავთ ჩემთვის, რადგან მათ რეალურად ამის გამოძიება არ აინტერესებთ,“ - ამბობს ვერხოვსკი.

შეთავაზებული კანონპროექტი კი, ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. ახალი კანონპროექტი მარტში მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტის შემდეგ შეიქმნა. ბატონი მედვედევის განცხადებით, რუსეთის უსაფრთხოების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია. უფლებათადამცველი ლიდია უსუპოვა კი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის გარეშეც „ფეესბეს“ უფლებები საკმაოდ გაზრდილია. უსუპოვამ თავის შეშფოთება ვიდეორგოლით გამოხატა და „იუთუბზეც“ განათავსა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის მოხდება ამ კანონპროექტისთვის რუსეთის პარლამენტში, იგივე დუმაში კენჭისყრა.

XS
SM
MD
LG