ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არიზონაში ახალი კანონი ივლისში ამოქმედდება


არიზონას შტატმა არალეგალთა წინააღმდეგ მკაცრი კანონი მიიღო .

არალეგალმა იმიგრანტებმა, რომლებიც შეერთებულ შტატებში მექსიკიდან შემოდიან კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიქციეს მას შემდეგ,რაც არიზონას შტატმა მკაცრი კანონი მიიღო მათი ნაკადის შესაჩერებლად. კანონი, რომელიც ივლისში შევა ძალაში ემიგრანტებს პირადი საბუთების მუდმივად ტარებას ავალდებულებს. სენატორი არიზონას შტატიდან ჯონ მაკ კეინი პრეზიდენტის გეგმას აკრიტიკებს.

“ გვარდიის დაყენებამ საზღვარზე წარსულში კარგად იმუშავა, ამის გამო ჩვენ დამატებით 6000 ადამიანის გაწვრთნა გვჭირდება, რომლებიც საზღვართან ერთად საბაჟო სამსახურსაც გააკონტროლებენ.“

ჯარის გამოყენების იდეა ამერიკა მექსიკის საზღვრის გაკონტროლებაში, რომელიც ისტორიულად ყოველთვის ღია იყო, არ არის ახალი აღმოჩენა. ობამას წინამორბედმა ჯორჯ ბუშმაც ათასობით ჯარისკაცი გააგზავნა საზღვარზე. ბარაქ ობამა დამატებით 1200 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს რომლებსაც ანტინარკოტიკულ ოპერაციებში გამოიყენებენ. პრეზიდენტი კიდევ 500 მილიონ დოლარს ითხოვს ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამ საკითხში მას რესპუბლიკელების მხარდაჭერის იმედიც აქვს. პრეზიდენტის ინიციატივას დამატებითი ჯარების გამოყენების შესახებ არიზონას შტატის გენერალური პროკურორი ტერი გოდარდიც უჭერს მხარს, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია.

„მე ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანი განაცხადია, რომელიც ამ პრობლემის მიმართ საყოველთაო ყურადღებას გამოიწვევს. არიზონამ და მთელი სამხრეთ დასავლეთის შტატებმა რაიმე უნდა იღონონ იმ სასტიკი დანაშაულის წინააღმდეგ რასაც ნარკო კარტელები სჩადიან.“

ბატონი გოდარდი აცხადებს რომ პრეზიდენტის გეგმა მომავალში უფრო მეტი ჯარისკაცების გამოყენებას ითვალისწინებს მათი პასუხისმგებლობის გაზრდასთან ერთად.

XS
SM
MD
LG