ენერგოგიგანტი კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმი“ მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს.
ჯერჯერობით ვერ ხერხდება ნავთობის გაჟონვის ბოლომდე შეჩერება.
„ბრითიშ პეტროლიუმის“ საოპერაციო სამუშაოების ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია გაჟონვის კერის დახუფვას და ლოკალიზებას ცდილობს, რაც სავარაუდოდ მომდევნო კვირაში მოხდება.
თუმცა, მისი განცხადებით, თუკი ეს ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდება, კომპანია ავარიის კერის ლიკვიდაციას აგვისტომდე ვეღარ მოახერხებს. მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვა 20 აპრილს მოხდა.