ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჯანყების ორგანიზატორი დაკავებულია


აჯანყების ორგანიზატორი დაკავებულია
აჯანყების ორგანიზატორი დაკავებულია

შეტაკების შედეგად სულ ცოტა ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

მადაგასკარის პოლიციამ მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლის ორგანიზატორი- პოლკოვნიკი რაიმონდ ანდრიანჯაფუ დააპატიმრა.

ამბოხებული პოლკოვნიკი პოლიციის ელიტარული ქვედანაყოფის მეთაური იყო, რომელიც იარაღით დაუპირისპირდა სახელმწიფო უშიშროების ძალებს.

ხუთშაბათს მადაგასკარის დედაქალაქში მომხდარი შეტაკების შედეგად სულ ცოტა ორი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

მადაგასკარის მთავრობამ ამ ამბოხების ორგანიზებაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მარკ რავალომანანა დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG