ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრითიშ პეტროლიუმი ოპტომიზმს არ კარგავს


ამჟამად წუთში 40 ბარელის რაოდენობის ხსნარი ჩადის ჭაბურღილში.

ბრითიშ პეტროლიუმი ოპტიმისტურად არის განწყობილი მექსიკის ყურეში დაზიანებულ ჭაბურღილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით და იმედოვნებს რომ მომავალ კვირაში შესძლებს ნავთობის ნაკადის შეჩერებას.

ბი-პის ინჟინრები ჭაბურღილში სპეციალური ხსნარის გაშვებას აპირებენ, რომელმაც უნდა დახუფოს იქიდან ამოსული ნავთობის დინება.

ბრიტანული ნავთობკომპანიის წარმომადგენელის ჯონ კარის განცხადებით, სპეციალური ტუმბოებით ამჟამად წუთში 40 ბარელის რაოდენობის ხსნარი ჩადის ჭაბურღილში, რამაც ამ ობიექტის დაკონსერვებას უნდა შეუწყოს ხელი.

XS
SM
MD
LG