დღეს მსოფლიოს ლიდერები და სამთავრობო დელეგაციები ირანის დედაქალაქში მიუმხრომლობის მოძრაობის უმაღლესი დონის შეხვედრის გახსნის ცერემონიას ესწრებიან. მიუმხრომლობის მოძრაობა განვითარებადი სამყაროს სახელმწიფოებს აერთიანებს და მას 15 ქვეყნის ჯგუფს უწოდებენ.
თეირანში მიმდინარე შეხვედრაზე განხილვის მთავარი საგანი წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება იქნება.
შაბათს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩარ მოტაკიმ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები განვითარებადი ქვეყნების უგულვებელყოფაში დაადანაშაულა. მისი თქმით ერაყსა და ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა იმის დასტურია, რომ წამყვანი სახელმწიფოები მსოფლიოში დღეს არსებული წყობის შენარჩუნებას ცდილობენ.
აღსანიშნავია, რომ ირანი ამჟამად მიუმხრომლობის მოძრაობას თავჯდომარეობს.
15 ქვეყნის ჯგუფი 1989 წელს დაარსდა და იგი 18 სახელმწიფოს აერთიანებს, ირანის, ბრაზილიის, ვენესუელის, ევგიპტის, ინდონეზიის, ინდოეთის, ალჟირის, არგენტინის, ჩილეს, იამაიკის, კენიის, ნიგერიის, მალაიზიის, მექსიკის, პერუს, სენეგალის, შრი ლანკისა და ზიმბაბვეს ჩათვლით.