ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაციის მოთხოვნა


ნავთობგადამამუშავებელი კომპანია BP ვალდებულია ზარალის ანაზღაურება საკუთარ თავზე აიღოს.

ობამას ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ BP-მ , თავის თავზე აიღოს იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მექსიკის ყურეში ნავთობის დიდძალი რაოდენობით ჩაღვრით იყო გამოწვეული.

აშშ-ის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის კენ სალაზარისა და შიდა უსაფრთხოების მდივნის ჯანეტ ნაპოლიტანოს მიერ BP-ის აღმასრულებელი დირექტორის ტონი ჰავარდის მიმართ დაწერილ წერილში ნათქვამია, რომ მოსახლეობას უფლება აქვს იცოდეს, შეასრულებს თუ არა კომპანია დაკისრებულ ვალდებულებებს. რაზეც საპასუხოდ BP-მ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კომპანია იღებს ვალდებულებას ყველა გამწმენდი და ნავთობის გაჟონვით მიყენებული ზარალის სამუშაოების ჩატარებაზე.

ამის პარალელურად BP დღეს დაზიანებული სარქველის დახურავის მეორე მცდელობას განახორციელებს. გამოყენებული იქნება 2 კმ სიგრძის მილი რომელიც გაჟონის ნავთობს გაიწოვს.

XS
SM
MD
LG