ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები საფრთხეს უქმნის, როგორც კორეის ნახევარკუნძულს, ასევე მთელ მსოფლიოს. განცხადება კორეის მთვარობის სახელით გუშინ ჰანოიში გამართულ „ასეანის“ უსაფრთხოების ფორუმზე ფხენიანის დელეგაციის წარმომადგენელმა გააკეთა. კვირის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ოთხდღიანი ერთობლივი წვრთნების დაწყების შესახებ განაცხადეს. სამხედრო მანევრები კვირას დაიწყება. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ეს წვრთნები გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებას ეწინააღმდეგება, რომელიც რეგიონში ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას ისახავს მიზნად. ამასთან დაკავშირებით, ამერიკელმა გენერალმა ჯონ მაკდონალდმა განაცხადა:
„ჩვენ ამ წვრთნების განხორციელების შესაძლებლობა გვაქვს და ასე რომ ჩვენ ამ წვრთებს ჩავატარებთ ნებისმიერ ზღვაზე, სადაც სამხრეთ კორეის და შერთებული შტატების ალიანსი გადაწყვეტს და თქვენ ნახავთ, რომ ეს ასეც იქნება.“