ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერაქტები არ წყდება


ერაყში ტერაქტები არ წყდება

ერაყის 17 ქალაქში აფეთქებები განხორციელდა, რასაც სულ მცირე 63 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ტერაქტისას ასობით ადამიანი დაიჭრა. აფეთქებების ხმა ისმოდა 17 ქალაქში კირკუკით დაწყებული და ბაღდადით დამთავრებული. ადგილობრივი ძალოვნების განცხადების თანახმად ყველაზე ძლიერ აფეთქებას ქალაქ კუტში ჰქონდა ადგილი, სადაც დაუზუსტებელი მონაცემებით 37 კაცი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG