ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტის მორიგი მცდელობა საქართველოში


ტერაქტის მორიგი მცდელობა საქართველოში

გუშინ ქუთაისში ტერაქტის მცდელობის შემთხვევა დაფიქსირდა.

გუშინ ქუთაისში ტერაქტის მცდელობის შემთხვევა დაფიქსირდა. ამ თემაზე დღეს ჩვენი რესპონდენტი, პოლიტიკური აკადემიის რექტორი, ბატონი მამუკა კარტოზია საუბრობს:

-„გუშინდელი ტერაქტის მცდელობა ალბათ ისევ ლოგიკური გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს საქართველოს მიმართ. წინასწარი მონაცემებით ტერაქტი დაგეგმილი იყო არ აღიარებული ტერიტორიიდან, რაც ისევ და ისევ მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის სპეც- სამსახურები კვლავაც ცდილობენ საქართველოში სიტუაციის არევას დაძაბვას, პანიკისა და ქაოსის დანერგვას. ნიშანდობლივია ის მომენტიც, რომ კვლავ გრძელდება ქვეყნის შიდა დაპირისპირების მცდელობა. ალბათ მიაქცევდით ყურადღებას იმ პასაჟსაც, რომ წინა ტერორისტული აქტი , რომელიც მოხდა თბილისში ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ოფისთან მოხდა. აქაც იგივე იყო ჩაფიქრებული, რომ მომხდარიყო აფეთქება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ოფისთან, რაც იმის საბაბი იქნებოდა, რომ დაწყებულიყო შიდა არეულობა და დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს ტერორისტული აქტები და ტერორიზმი არ არის ერთჯერადი მოვლენა სამწუხაროდ და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყოველთვის და ყველაფრისთვის. გარდა ქუთაისისა მოგეხსენებათ, რომ განაღმვითი სამუშაოები გუშინ ბარნოვის ქუჩაზე, თბილისშიც მიმდინაერეობდა. რაც შეეხება ამ პრეცენდენტს აღმოჩნდა, რომ ეს ცრუ იყო, მაგრამ ჩემთვის ძალიან მისასალმებელია საზოგადოების სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომლის მიხედვითაც უკვე საზოგადოება მზად არის უშიშროების და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, რაც ჩემის აზრით ძალზე მნიშვნელოვანია. სასურველი იქნება რომ აი ესეთი მობილურობა, ასეთი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოებისა გაგრძელდეს და ძალიან ყურადღებით ვიყოთ. ჩემის აზრით იმდენად ეფექტურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, რომ საზოგადოებასთან და ხალხთან ერთად მგონი ავიცილებთ ამ ტერორისტულ აქტებს. საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო უფრო უსაფრთხო უნდა გავხადოთ . მაინც რა ზომების გატარებაა საჭირო იმისათვის რომ საქართველო უფრო უსაფრთხო გახდეს? აბსოლუტურად ვეთანხმები გუშინდლ გამოსვლას პრეზიდენტისა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. საქართველო მართლაც უნდა გახდეს უსაფრთხო ადგილი. მე მინდა ოდნავ პატარა ექსკურსი გავაკეთო, შევეხო ჩვენი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების სამსახურების სტრუქტურებს და მათ მუშაობას. საკმაოდ ეფექტური გახლავთ მაი მუშაობა. ფაქტიურად ახლად ჩამოყალიბდა ეს უსაფრთხოების სამსახურები, მაგრამ ჩემის აზრით ალბათ საჭირო იქნება შემდგომი დახვეწა, კორექტირება. მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში არსებობს ანალოგიური სამსახურები უსაფრთხოების და უშიშროების, რომლებიც ძირითადად არიან პირდაპირ მომართული აი ამ კონტრდაზვერვითი და ანტიტერორისტული მუშობის წინააღმდეგ. მაგალითად მიმაჩნია, რომ ერთერთი საუკეთესო სამსახური ამ ეტაპზე მსოფლიოში გახლავთ ისრაელის სამსახური. ეს საერთო უსაფრთხოების სამსახური ”შაბაკი” რომელშიც გაერთიანებულია ყველა ის სპეციფიკური ქვედანაყოფები რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების დაცვას. ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია, სუბიექტური აზრი, რომ იქნებ გახდეს საჭირო, შეიქმნას ცალკე სამსახური - უსაფრთხოების სამსახური, სადაც გაერთიანდება კონტრდაზვერვის სამსახური, ანტიტერორისტული სამსახური და სასაზღვრო დაცვის სამსახურები. ვფიქრობ, ეს უფრო ეფექტურ საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო გახდეს უფრო უსაფრთხო. არამც და არამც არ იფიქროთ, რომ ვაკნინებ, პირიქით მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღევანდელი საქართველოს უსაფრთხოების და უშიშროების სამსახური საკმაოდ მაღალ დონეზე და მაღალ პროფესიულად მუშაობენ და მინდა კიდევ ერთხე ვისარგებლო შემთხვევით და მათ მადლობა ვუთხრა ამ ტერორისტული აქტის აღკვეთისათვის.“

XS
SM
MD
LG