ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სანტიაგოში განცხადებას აკეთებს


ობამა სანტიაგოში განცხადებას აკეთებს

ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ჩილე მთელი მსოფლიოსათვის არის სამაგალითო იმ კუთხით, რომ დიქტატურიდან დემოკრატიაზე გადასვლა შესაძლებელია მშვიდობიანი გზებით.

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ჩილე მთელი მსოფლიოსათვის არის სამაგალითო იმ კუთხით, რომ დიქტატურიდან დემოკრატიაზე გადასვლა შესაძლებელია მშვიდობიანი გზებით. როგორც მან თქვა აშშ მზადაა დაეხმაროს ჩილეს მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვის დარგში არსებული პრობლემების მოგვარებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა გენერალ აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურის დროს. 1973 წელს ჩილეში კომუნისტური მმართველობის წინააღმდეგ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებაში აუგუსტო პინოჩეტს დახმარება აშშ-მ გაუწია.

XS
SM
MD
LG