ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში რადიაციის საშიშროება იზრდება


იაპონიაში რადიაციის საშიშროება იზრდება
იაპონიაში რადიაციის საშიშროება იზრდება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა იაპონიის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ რადიაციის დონე იზრდება ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურებიდან.

როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა რადიაციის დონე ძალზე მაღალია და დიდია იმის საშიშროება, რომ ეს დონე კიდევ გაიზრდება. გუშინ ფუკუშიმას ელექტროსადგურზე უკვე მესამე აფეთქებას ჰქონდა ადგილი. ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ერთ-ერთ რეაქტორს ცეცხლი უკიდია. ფუკუშიმას რაიონიდან თითქმის 200 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამ ელექტროსადგურიდან 30 კილომეტრის რადიუსში მთავრობა მოსახლეობას ურჩევს გარეთ არ გამოვიდეს.

XS
SM
MD
LG