ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი იმედს არ კარგავს


პრეზიდენტი იმედს არ კარგავს

აშშ-ს ვალი 14 ტრილიონ დოლარს აღემატება

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, 2 აგვისტომდე ის კონგრესთან შეთანხმებას შეძლებს ქვეყნის ვალის ზედა ზღვრის გაზრდის თაობაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა ობამამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეთანხმების მიღების ბოლო ვადა 2 აგვისტოს იწურება, რამაც ქვეყანას უპრეცედენტო ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის საშუალება უნდა მისცეს. გუშინ გამართული მოლპარაკებები ბარაკ ობამას და რესპუბლიკელებს შორის უშედეგოდ დასრულდა. ფინანსთა მდივნის ტიმოთი გეიტნერის განცხადებით, თუკი ვერ მოხერხდება ვალის ზღვარის გაზრდა, ეს ქვეყნის ეკონომიკას კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენებს. დღესდღეობით შეერთებული შტატების დავალიანება 14, 3 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG