მუამარ კადაფის ავიაცია მეორე დღეა დარტყმებს ახორციელებს ლიბიის აღმოსავლეთის ქალაქებში გამაგრებულ მეამბოხეებზე. მძიმე ბრძოლების შესახებ იუწყებიან ქალაქ რას ლანუფთან. გუშინ, ოპოზიციის ძალებმა ამ ქალაქში უკან დაიხიეს დაბა ბინჯავადიდან. როგორც იუწყებიან, რას ლანუფში და ბრეგაში პრაქტიკულად შეწყდა ნავთობის გადამუშავება. ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ზავიას უკვე მეოთხე დღეა უტევენ კადაფის ძალები. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია და გადაჭრილია ინტერნეტხაზები. ამ ფონზე, ლიბიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯადალა ალტალჰი სახელმწიფო ტელევიზიის არხით გამოვიდა და ბენღაზიში გამაგრებულ ოპოზიციის ლიდერებსდიალოგისკენ მოუწოდა.
მუამარ კადაფის ავიაცია მეორე დღეა დარტყმებს ახორციელებს ლიბიის აღმოსავლეთის ქალაქებში გამაგრებულ მეამბოხეებზე. მძიმე ბრძოლების შესახებ იუწყებიან ქალაქ რას ლანუფის კონტროლისათვის.
პოპულარული
1