ავღანეთში უკანასკნელი ტერორისტული აქტის შედეგად ნატოს 5 სამხედროა დაღუპული.
მათგან 4 დღეს, გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შემდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დაიღუპა, ერთი კი სამხრეთით, მეამბოხეების შეტევას შეეწირა.
გუშინ, ასევე გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, 7 ამერიკელი და ერთი ესტონელი სამხედრო დაიღუპა.
ამავე დღეს, მოტოციკლზე მჯომმა შეიარაღებულმა პირმა ავღანეთის უზენესი სასამართლოს 3 მაღალჩინოსანი გამოასალმა სიცოცხლეს. 12 დაიჭრა.