ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაპმედუზასთან გარდაცვლილი ლიბიელები იპოვეს


ლაპმედუზასთან გარდაცვლილი ლიბიელები იპოვეს

იტალიის სანაპიროს დაცვამ ნავზე 25 ცხედარი აღმოაჩინა, რომელიც ლიბიიდან გაქცეული დევნილები არიან. გადარჩენილთა თქმით ნავი გადატვირთული იყო და მასზე თითქმის 300 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ლიბიის ტერიტორია სამი დღის წინ დატოვეს. სანაპირო დაცვამ დახმარების სიგნალი მაშინ მიიღო, როდესაც ნავი ლამპედუზადან 56 კილომეტრში იმყოფებოდა. 25 დაღუპული მაშველებმა ნავის საინჟინრო ოთახში იპოვეს, ყველა მათგანი მამაკაცია. მომხდარზე კომენტარი გააკეტა ლამპედუზას სანაპირო დაცვის უფროსმა ანტონიო მორანამ:

„გემზე 296 აფრიკელი იმყოფებოდა, როდესაც სამი დღის წინ ლიბიის ტერიტორიული წყლები დატოვა. 25 ადამიანის დაღუპვის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია,“ - აცხადებს მორანა.

იტალიის კუნძული ლამპედუზა ლიბიელი დევნილების მიღების მთავარ პუნქტად რჩება. ლიბიას, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, ათასობით ადამიანი ტოვებს.

XS
SM
MD
LG