ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შტორმის საფრთხე მექსიკის ყურეში


კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოები შეფერხდება

შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური სადგურის წარმომადგენელთა ცნობით, კარიბის ზღვაში წარმოქმნილმა შტორმმა შესაძლოა უახლოეს დღეებში მექსიკის ყურის სანაპიროსაც მიაღწიოს. ეს კი იქ მიმდინარე სამაშველო სამუშაოების ჩაშლას გამოიწვევს. ქარიშხლების კვლევის ეროვნული ცენტრის შეფასებით არსებული შტორმის ტროპიკულ შტორმად გადაქცევის შესაძლებლობა 50 პროცენტით ფასდება. შეერთებული შტატების სანაპიროს დაცვის ადმირალ ტედ ალენის განცხადებით, თუკი ეს მოხდება, მექსიკის ყურეში ნავთობის ჭაბურღილზე მიმდინარე სამუშაოები შეფერხდება.

„ჩვენ შესაძლოა დაველოდოთ და მოვიცადოთ თუ მოხდევა 10-14 დღის მანძილზე, ან გავაგრძელოთ გაბურღვითი სამუშაოები. ასე რომ ეს მნშვნელოვანი საკითხი უკავშირდება ამინდს, ანუ თუ როგორ გაგრძელდება ჩვენი მუშაობა.“

XS
SM
MD
LG