ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში დაღუპულთა რიცხვი იზრდება


იემენში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

დაუზუსტებელი მონაცემებით დაიღუპა 17 კაცი. არიან დაჭრილები. ქალაქ ტაიზში, სადაც უკვე 6 კვირაზე უფრო მეტ ხანს მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები. პოლიციის სნაიპერებმა და უშიშროების სამსახურის გადაცმულმა აგენტებმა ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეეცადნენ პროვინციის გუბერნატორის შტაბ-ბინის შტურმით აღებას. საპორტო ქალაქ ჰუდაიდაში ასობით დემონსტრანტი დაიჭრა, როდესაც პრეზიდენტის სასახლისაკენ დაძრულ მოპროტესტეებს უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. აშშ-ს სახ-დეპმა იემენში დატრიალებულ სისხლისღვრას აღმაშფოთებელი უწოდა. როგორც გაზეთ ნი-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული მასალებიდან გამოსჭვივის, როგორც სჩანს აშშ დღეს უკვე უარს ამბობს იემენის პრეზიდენტ სალეჰისადმი დიდი ხნის მხარდაჭერაზე და უკვე მასთან მოლაპარაკებას აწარმოებს მისი გადადგომის პირობების ირგვლივ. გაზეთში ციტირებულია ვინაობადაუსახელებელმი ამერიკელი და იემენელი ოფიციალური პირები, რომლის თანახმად სალეჰისადმი აშშ-ს პოზიცია ერთი კვირის წინ შეიცვალა. სახ-დეპი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას.

XS
SM
MD
LG