ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინში საუდელი სამხედროები გადაისროლეს


ბაჰრეინში საუდელი სამხედროები გადაისროლეს

ბაჰრეინში საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ერთობლივი სამხედრო კონტინგენტი გადაისროლეს.

ეს ოპერაცია განხორციელდა ბაჰრეინის მონარქის თხოვნით. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იყო მიღებული სპარსეთის ყურის ქვეყნების ურთიერთდახმარების საბჭოს უშიშროების შეთანხმება. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი შეუერთდებიან თუ არა ამ ოპერაციას ომანი კუვეიტი და კატარი. ეს ფაქტი შიითურმა ოპოზიციამ, როგორც ქვეყნის ოკუპაცია ისე დაჰგმო. თეთრმა სახლმა სპარსეთის ყურის რეგიონის სახელმწიფოს მოუწოდა თავშეკავებისაკენ, თუმც არ შეუფასებია ეს ფაქტი, როგორც სუვერენულ ქვეყანაში სამხედრო შეჭრა. არ ყოფილა გაკეთებული რაიმე მოწოდება ამ ძალების ბაჰრეინიდან გაყვანის თაობაზე.

XS
SM
MD
LG