ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასრულდა ამერიკელ კონგრესმენთა ვიზიტი საქართველოში


დასრულდა ამერიკელ კონგრესმენთა ვიზიტი საქართველოში

დასრულდა ამერიკელ კონგრესმენთა ვიზიტი საქართველოში. მათ იქონიეს შეხვედრები როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებას. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე ამერიკის ხმას ინტერვიუ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვაჟა შუბითიჟემ მისცა. მისი თქმით:

-„ ამერიკა-საქართვლოს ურთიერთობები ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ გარკვეულწილად შენელდა. რა თქმა უნდა მისასალმებელია ის, რომ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ეწვივნენ. ასეთი სახის ვიზიტები კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს იმ ფაქტს, რომ ამერიკა საქართველოს უჭერს მხარს. მაგრამ ჩემის აზრით ამერიკის მხრიდან უფრო მკვეთრი ზომების მიღებაა საჭირო რუსეთის მიმართ იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია. ამისათვის არსებობს გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიური და დიპლომატიური ბერკეტები. მე რა თქმა უნდა არ მოვიაზრებ ამაში სამხედრო ჩარევას. აქვე მინდა ავღნიშნო, ის ფაქტიც, რომ საქართველო ყყოველთვის გამოხატავდა თავის მხრივ ამერიკელებისადმი მხარდაჭერას. მოგეხსენებათ სწორედ ამერიკული და დასავლური ღირებულებების დაცვისათვის ახლახანს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - აღნიშნა ბატონმა ვაჟამ.

XS
SM
MD
LG